понедельник, 16 января 2023 г.

,,გიყვარდეს ხალხო, ერთმანეთი!''

,,გიყვარდეს ხალხო, ერთმანეთი!''
  მიყვარს მინდვრის ყვავილების თაიგული. რა სჯობია მაისის თვეს მინდორში, ყვავილები ერთმანეთის გვერდითსასიამოვნო სურნელს რომ აფრქვევენ და არემარეს ალამაზებენ. ბუნება შემოქმედია-შექმნა და დასაბამი ჩაუყარა, ღმერთმა კი აკურთხა მრავალჟამიერ.
    საქართველო მინდვრის ყვავილების თაიგულია, სადაც ერთმანეთის გვერდით საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, წარმოაჩენენ თავიან კულტურას და ტრადიციებს.
   მიყვარს საქართველო მრავალფეროვანი, მრავალი კულტურის მფარველი და დამცველი.საქართველო ტოლერანტი ქვეყანაა.

      მოსწავლეების სამოქალაქო აქტივობა: ექსკურსია ძველ თბილისში სხვადასხვა აღმსარებლობის ტაძრებში.  მოსწავლეები მოინახულებენ მართლმადიდებლურ ტაძრებთან ერთად კათოლიკურ, გრიგორეანულ, მუსლიმურ და იუდეურ აღმსარებლობის სამლოცველოებს.